მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 14 მაისი 2026, 00:23

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.

თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყნის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.

თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველა პირობა გვაქვს, რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთი იქნება უძლიერესი და სისტემატურად მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
ტელეკომპანია „იმედი“ - ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა
არქივი