კშიშტოფ ბრეიზა: საქართველოში პრორუსული რეჟიმის რუპორებს - „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „PosTV-ს“ დღეს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი მოთხოვნა მე და ჩემი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორმა ელენე მეტრეველმა წარვადგინეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 14 მაისი 2026, 10:56

ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლითა „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა.

„საქართველოში პრორუსული რეჟიმის რუპორებს - ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „PosTV-ს“ დღეს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი მოთხოვნა მე და ჩემი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორმა ელენე მეტრეველმა წარვადგინეთ. პრომოსკოვური ორბანის რეჟიმის დაცემის შემდეგ - ევროკავშირს საბოლოოდ შეუძლია მტკიცედ დაუჭიროს მხარი პროდასავლურ მიმართულებას საქართველოში, რათა შეასუსტოს პრორუსული ოლიგარქიის გავლენა, რომელიც ანადგურებს ქვეყანას“, - წერს ბრეიზა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან
არქივი