პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 14 მაისი 2026, 11:57

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესები და აღნიშნა, რომ იფიქრებენ, საქართველოს პარლამენტში იგივე წესები გავრცელდეს თუ არა.

„უნდა მიხვდეთ რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს პარლამენტს და თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას?! სად არიან მედია ომბუდსმენებისაიები, ეთიკის ქარტიები, სად არიან დღეს?!

ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს. ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ. დღეს ხმას არ ამოიღებენ და იცით რატომ?! ვინც მათ კვებავს და ფულს აძლევს, იმის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან
არქივი