ნინო წილოსანი: სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 14 მაისი 2026, 11:59

სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, მოლდოვა ამ კუთხით განსაკუთრებულად გამოირჩევა, მას საკუთარ ქვეყანაში 12 მედია საშუალება აქვს აკრძალული და დახურული.

„ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ „იმედის“, „PosTV-ს“ და „რუსთავი 2“-ის სახით მოლდოვა ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ თავისუფალ სიტყვას ეარსება. ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს“ , „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან
არქივი