ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ რასაც უფრთხის ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ ის სიმართლე, რომელიც ესმით და, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს.
„ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. დიდი ხანია მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა ჩქმეტას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა ასობით ათასი ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის „ენჯეოები“, ე.წ. მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩადეს ათი ათასობით ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში დღესაც სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოსა და ევროპარლამენტის დაფინანსებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში.
„საქართველოს პარლამენტში არის ასეთი წესი, თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს ინტერვიუ. ევროპარლამენტში აღმოჩნდა, რომ თურმე წინასწარი თანხმობა არის საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამაზე.
როდესაც ირღვევა წესი, სანქცია არის ერთი თვით შეჩერება აკრედიტაციის და განმეორების შემთხვევაში 6 თვით. „იმედს“ ერთი წლით შეუჩერეს აკრედიტაცია. ამაზეც ვიფიქრებთ. მე ვაპირებ, რომ ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში, რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ რესპონდენტისგან და ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ. ვიფიქრებთ აკრედიტაციის შეჩრების ვადის გაზრდაზეც“, - განმარტა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |