56
14 მაისი 2026, 12:57
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |