პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, ეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა.
„ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ასეთ აგრესიულ კამპანიას ვხედავთ დიდი ბრიტანეთის, ახლა უკვე მოლდოვისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ცალკეული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი მედიაპლურალიზმის.
ნათელია, რომ მათ საქართველოში ვერ მოახერხეს, გაემეორებინათ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა თავისუფალ მედიასთან მიმართებით, ვერ ჩაახშეს თავისუფალი ხმა იმისთვის, რომ საკუთარი პროპაგანდა ეწარმოებინათ საქართველოში”, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ უკვე თვეებია აქტიურად მუშაობენ ტელეკომპანია “იმედისთვის” ევროპარლამენტში მუშაობის შეზღუდვის მიზნით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |