61
14 მაისი 2026, 17:15
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან კონფლიქტში არ შევა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან დაპირისპირება არც ერევნის მიზანი და არც მისი მასშტაბია.
„ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ. ეს არც ჩვენი ამოცანაა, არც მიზანი და არც ჩვენი მასშტაბი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრები ვართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამავდროულად, მან ოპონენტები დაადანაშაულა „იაფფასიან პროვოკაციებში“, რომელთა მიზანიც სომხეთისა და რუსეთის ერთმანეთთან დაპირისპირებაა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |