ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი“ დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას - ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 14 მაისი 2026, 17:41

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბრიუსელის „პოლიტიკურ ჯოჯოხეთში“ „იმედის“ გარეთ დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებებს.

მისი განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რაც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.

„ევრობიუროკრატების ავტორიტარულ გადაწყვეტილებას - ტელეკომპანია ,,იმედს“ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა აუკრძალონ, ასოციაციურად მივყავართ დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივ კომედიასთან“, რომლის მიხედვითაც, ჯოჯოხეთის შესასვლელში წერია, რომ ყველა იქ შემსვლელმა იმედი გარეთ უნდა დატოვოს.

ჰოდა, ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი“ დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რომელიც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.

მთელ ამ ამბავში ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს 2007 წლის მოვლენები. მაშინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით იმედში ფიზიკურად შეიჭრა და დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ევრო ბიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“
ზაზა შათირიშვილი - „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი სიცრუეზეა დაფუძნებული
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ნიკოლ​ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ
არქივი