დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 14 მაისი 2026, 17:44

უეს სტრიტინგმა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სტრიტინგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის კაბინეტი დატოვა, რაც, სავარაუდოდ, სტარმერის ლიდერობისთვის გამოწვევად იქცევა. უეს სტრიტინგი კაბინეტის პირველი წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც კირ სტარმერს ლეიბორისტული პარტიის მარცხის გამო გადადგომისკენ მოუწოდეს.

როგორც მედია წერს, სტრიტინგი მიიჩნევა ერთ-ერთ იმ ადამიანთაგან, ვინც შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე კირ სტარმერის შეცვლა სცადოს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, ლეიბორისტული პარტიის დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს

კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი პარტიას კრიზისში ჩააგდებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს 2007 წლის მოვლენები. მაშინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით იმედში ფიზიკურად შეიჭრა და დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ევრო ბიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“
ზაზა შათირიშვილი - „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი სიცრუეზეა დაფუძნებული
ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი“ დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას - ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა
ნიკოლ​ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ
არქივი