39
14 მაისი 2026, 19:20
„რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარს, ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
თავად პეტრიაშვილის ინფორმაცია, შსს „კომიკურ ბრალდებას - ტროტუარზე დგომას“ ედავება 17 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება 2-იდან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |