54
15 მაისი 2026, 08:47
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს თავის საპატრიარქო წირვას, რომელსაც დაესწრებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული დელეგაციები, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
მისი თქმით, მსახურება 11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება.
„სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრებს მიეცათ კურთხევა, რომ ჩვეულებრივზე უფრო ადრე ჩაატარონ წირვის მსახურება, რათა მათაც და მათმა მრევლმაც შეძლონ ამ ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება ქაშუეთიდან. სამების ტაძარში მსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი შიო მესამე“, - განაცხადა დეკანოზმა.
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |