2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეს დილის 09:00 საათიდან იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. სისტემაში ბავშვის რეგისტრაციას მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია ჩატარდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტაციას სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით უნდა შეიტანონ. ამ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |