ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 15 მაისი 2026, 10:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როცა მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება
ირაკლი კობახიძე: 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას - დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან
ირაკლი კობახიძე: თუ კონკრეტული პატიმრები ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია
პრემიერი: 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და ეს წელი იქნება განსაკუთრებული ქვეყნისთვის
პრემიერი: როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა. ყველა არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა - ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
არქივი