ირაკლი კობახიძე: ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 15 მაისი 2026, 12:23

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.

„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.

აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-მა 50 ქვეყნის მოქალაქეები გაათავისუფლა სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი ექნებათ
პენიტენციური სამსახური: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე
მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება არა პოლიტიკური შეფასება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როცა მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება
არქივი