პრემიერი: მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 15 მაისი 2026, 12:34

ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებული იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მათთან. მათი მხრიდან გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება. ასევე, გამოვთქვით სრული მზაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. ეს არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
მაკა ბოჭორიშვილი - არასდროს გადაგვიდგამს ნაბიჯი, რომელიც უკრაინის მხრიდან უკმაყოფილებას ან კრიტიკას დაიმსახურებდა, თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ, საჭიროა, ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული
აშშ-მა 50 ქვეყნის მოქალაქეები გაათავისუფლა სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი ექნებათ
პენიტენციური სამსახური: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე
არქივი