პრემიერი: მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, დატოვეს სულ ორი სახელმწიფო ტელევიზია და ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 15 მაისი 2026, 12:35

მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც.

„მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2. სინამდვილეში, ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა, მოლდოვას ამისათვის არავინ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც. მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - არასდროს გადაგვიდგამს ნაბიჯი, რომელიც უკრაინის მხრიდან უკმაყოფილებას ან კრიტიკას დაიმსახურებდა, თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ, საჭიროა, ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული
აშშ-მა 50 ქვეყნის მოქალაქეები გაათავისუფლა სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი ექნებათ
პენიტენციური სამსახური: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე
მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება არა პოლიტიკური შეფასება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა
არქივი