აშშ-მა 50 ქვეყნის მოქალაქეები გაათავისუფლა სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი ექნებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 15 მაისი 2026, 14:40

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 50 ქვეყნის მოქალაქეები გაათავისუფლა 15 000 დოლარის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან იმ შემთხვევაში, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი ექნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული ქვეყნებიდან ხუთი – ალჟირი, კაბო ვერდე, კოტ დ’ივუარი, სენეგალი და ტუნისი  უკვე მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად მასპინძლობენ.

„ჩვენ სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას ვაუქმებთ იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები შეიძინეს“, – განუცხადა „ბიბისის“ საკონსულო საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

მედიის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშეები და მწვრთნელები უკვე გათავისუფლებული იყვნენ ამ მოთხოვნისგან, თუმცა ეს შეღავათი არ ვრცელდებოდა გულშემატკივრებზე, რომლებსაც მატჩის ბილეთები ჰქონდათ.

ფიფა-ში აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

ირანისა და ჰაიტის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. თუმცა ამ ქვეყნების ფეხბურთელები და მწვრთნელები მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მგზავრობისას გამონაკლისს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გასულ წელს ამოქმედდა და ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირებას ისახავდა მიზნად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ანდრეი სიბიგა: მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს. ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას
რევაზ სოხაძე - ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას
სერგეი ლავროვი - სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა
არქივი