რევაზ სოხაძე - ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 15 მაისი 2026, 15:30

„შავ სიასთან“ დაკავშირებით მკაცრდება მიდგომები- აღარ იქნება შესაძლებელი მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთიდაიგივე დამფუძნებლების მიერ ახალი კომპანიების ჩამოყალიბება, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.

შეფერხებულ პროექტებზე საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობა იდენტიფიცირებულ პრობლემებზე დროულად რეაგირებს.

„ჩვენ გვაქვს გაჭიანურებული პროექტები, კრიზისულ პირობებში ვმართავთ მათ. ზოგი დასრულდება, ზოგთან კი შესაძლოა ხელშეკრულების გაწყვეტა მოგვიწიოს. მთავარია, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს და სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა არა პრობლემების წარმოშობის მიზეზების ძიება არამედ მათი სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაა.

„ჩვენი მიზანია, ქვეყანამ საბოლოო ჯამში შედეგი მიიღოს. სამინისტროს გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული სექტორის გაჯანსაღებას, კერძო კომპანიებისთვის სამართლიანი პირობების შექმნას და საზოგადოების ხარისხიანი, დროულად შესრულებული პროექტებით უზრუნველყოფას ემსახურება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ანდრეი სიბიგა: მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს. ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას
სერგეი ლავროვი - სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა
ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
არქივი