ანდრეი სიბიგა: მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს. ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 15 მაისი 2026, 15:53

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

როგორც უკრაინის პირველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, შეხვედრა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ფარგლებში გაიმართა.

„მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე. ჩვენი მოლაპარაკებები ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის პირდაპირი გაგრძელებაა.

განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო წრე, ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, კერძოდ, სუამში და პოლიტიკური ტენდენციები საერთო ღირებულებების სივრცეში, ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.

ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას“, - დაწერა სიბიგამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რევაზ სოხაძე - ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას
სერგეი ლავროვი - სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა
ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
არქივი