ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 15 მაისი 2026, 20:00

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბარი ტრამპის ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებისას შედგა.

როგორც ფრიდრიხ მერცი წერს, შეთანხმდნენ, რომ ირანი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გახსნას ჰორმუზის სრუტე.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინაში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარება. ანკარაში ნატო-ს სამიტის წინ შევთანხმდით ჩვენს პოზიციებზე. აშშ და გერმანია ძლიერი პარტნიორები არიან ძლიერ ნატო-ში“, – წერს ფრიდრიხ მერცი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი