ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ირანზე სამხედრო თავდასხმას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაც განიხილავდა, თუმცა მაშინ მიიჩნიეს, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი არ იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 15 მაისი 2026, 20:45

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაც განიხილავდა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ლეო ბეკის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლციც ესწრებოდა.

ბლინკენის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა საუკეთესო ვარიანტი არ არის.

„ობამას ადმინისტრაციას თუ დავუბრუნდებით, ჩვენ ძალიან ყურადღებით განვიხილეთ სამხედრო ვარიანტი, თუმცა მაგრამ ჩვენ დავასკვენით, რომ იმ მიზეზების გამო, რასაც ახლა ვხედავთ, ეს სულაც არ იყო საუკეთესო ვარიანტი“, – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას იკავებდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი