ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 15 მაისი 2026, 20:48

რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა დოკუმენტები მოიპოვეს, რომლებიც რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების მომზადებაზე მეტყველებენ, კერძოდ კი, როგორც ისინი აღნიშნავენ, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“. მათ შორის თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სარდლობის პუნქტია.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ. მაგრამ ღირს კონკრეტულად რუსეთის ხელისუფლებისთვის აღნიშვნა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. აგრესორი სახელმწიფოსგან განსხვავებით, სადაც ნათლად არის ამ ომის ავტორი და მის გარშემო არსებული დიდი ხნის წრე, რომელიც რეალობისგან მის ჩამოშორებას უწყობს ხელს, უკრაინის თავდაცვის წყარო უკრაინელი ხალხის მზაობაა იბრძოლონ თავისი დამოუკიდებლობისთვისა და თავისი სუვერენული სახელმწიფოსთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის პოსტს მიბმულია სატელიტური ფოტოები, რომლებიც უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთის სამხედრო კაბინეტებიდან მოიპოვა. მათზე რამდენიმე ობიექტის კოორდინატები და მონაცემებია აღნიშნული, კერძოდ კი, „უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, პრეზიდენტის რეზიდენციის (სახელმწიფო აგარაკის) და კიევის ცენტრში მიწისქვეშა დაცული ნაგებობების. ფოტოები 6 მაისით არის დათარიღებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი