მაჭარაშვილი: როდესაც ამბობ, დანიაში შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს, ხოლო როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში საყვედურობ სახელმწიფოს, ეს ევროპული ღირებულების შეურაცხყოფაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 16 მაისი 2026, 13:38

როდესაც ამბობ, რომ დანიაში, თურმე შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს, ხოლო როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში შენ მაინც საყვედურობ სახელმწიფოს, ეს ევროპული ღირებულების შეურაცხყოფაა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებზე.

„როდესაც ამბობ, რომ დანიაში, თურმე შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს და ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და დემოკრატიის ფარგლებში, საქართველოში კი, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში შენ მაინც საყვედურობ სახელმწიფოს და პოლიციას, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე შეურაცხყოფა თუნდაც, იმ ევროპული ღირებულების, რის გამოც ზოგადად, ეს კავშირი შეიქმნა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

დანია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
არქივი