ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 16 მაისი 2026, 20:22

მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით 2022 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისმღვრელი და დამანგრევლი ომი დაიწყო.

„პირველ წელს იყო დახურულ კარს მიღმა მუშაობა. მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო. ეს არის მიზეზი, რომ როგორ გავბედეთ და დავდექით იქ სადაც დავდექით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების გვერდით. მერე ყველას კარგად გვახსოვს მოხალისეების სამთავრობო ბორტის გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება - ელჩის გაწვევა, გაცხადებები პრეზიდენტ ზელენკის მრჩევლის, უშიშროების საბჭოს წევრის, რომ კარგი დროა თურმე გავისეირნოთ აფხაზეთში და ოსეთში. ერთი მთავარი ფრაზა და ჰედლაინი ადევს აგენტურას, რომლითაც ბრიუსელი მოქმედებს ჩვენთან: სანქციები გარეთ, აქციები შიგნით. შევეხები ევროკავშირის ელჩს და წინასაარჩევნოდ მის განცხადებას, რომ ისინი კეტავენ ცალმხრივად ყველანაირ საუბარს გაწევრებასთან დაკავშირებით, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ გვახსოვს ამხელა ზეწოლის მერე მოგებული არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოება ისე გაიზარდა და ისე შეიგრძნო რას ნიშნავს თავისუფალ, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება, რომ ვერასდროს საქართველო ვერ გახდება ვინმეს ვასალი
ბექა ნაცვლიშვილი: ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან. ჩვენ კი მათ ემოციურად და პიროვნულ დონეზე ვპასუხობთ
ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
არქივი