პრემიერი: 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 17 მაისი 2026, 14:36

17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია, ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიმძაფრით გაააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა.

წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია
პრემიერი: წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ფასეულობები
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს
მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი: გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. ქრისტე აღსდგა! აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
არქივი