ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 17 მაისი 2026, 15:22

დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

მან სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„დღევანდელი დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც ასოცირდება ჩვენს იდენტობასთან, რწმენასთან, სიყვარულთან, ქვეყნის ერთიანობასთან და ამავდროულად ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე აღავლენს პირველ საპატრიარქო ლოცვას. ნამდვილად ისტორიული დღეა. დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია. როგორც ჩვენი სულიერი მამა, აწ განსვენებული უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იტყოდა, სიყვარულით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და სიყვარულით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ წინსვლა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
პრემიერი: წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ფასეულობები
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს
მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი: გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. ქრისტე აღსდგა! აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
პრემიერი: 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს
არქივი