საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 17 მაისი 2026, 15:23

საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 10:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა. ქაშვეთთან შეკრებილი მსვლელობის მონაწილეები 11:00 საათზე საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართნენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

თბილისის გარდა, საყოველთაო მსვლელობა გაიმართა რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია
პრემიერი: წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ფასეულობები
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს
მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი: გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. ქრისტე აღსდგა! აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
პრემიერი: 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს
არქივი