მეუფე ანტონი - როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები - ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 17 მაისი 2026, 19:09

პირველი სინოდი როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტს განუცხადა.

„პირველი სინოდი, როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ, დავიწყებთ მეთოდოლოგიურად ყველა საკითხზე - იქ ბავშვის წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები. რა თქმა უნდა, განვიხილავთ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მისი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

„როგორ, რა პოზიცია მაქვს, რა პოზიცია მაქვს და რაც ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, დადებითი პოზიცია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანტონის თქმით, ხელისუფლებასთან სინოდს „აუცილებლად, რა თქმა უნდა, ექნება“ რეკომენდაციები.

მისივე განცხადებით, საკითხები სინოდის სხდომაზე თავისთავად დადგება განსახილველად და ყველა მობილიზებულია განსახილველად.

„თავისთავად დადგება, მეც რომ არ დავაყენო, ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ“, - აღნიშნავს მეუფე ანტონი “ტვ პირველთან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანს დრო ეწურება, უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ ან მათგან აღარაფერი დარჩება
გურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ამ მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული
არქივი