თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 17 მაისი 2026, 22:33

დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსული ადამიანების სიმრავლემ ოპოზიციას იმედი გაუცრუა და აიძულა რადიკალები ემოქმედათ მათთვის ჩვეული ნარატივით - გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს წელს ნაკლები ადამიანი გამოვიდა საზეიმოდა და რეალობა დამახინჯებულად წარმოეჩინათ.

„წარმოუდგენლად ბევრი ხალხი გამოვიდა დღეს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში. ეს არის ქართული ხასიათი - უდიდესი პატივისცემა გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორისადმი და ამასთანავე, დიდი სიყვარულის გამოხატულება ახალი პატრიარქის შიო მესამის მიმართ.

ოპოზიციის მოლოდინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ შედგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქართველ ხალხს და როგორ არ ესმის მათი. ან კი, როგორ უნდა ესმოდეთ? ხალხს რომ გაუგო, ქართულ სულს და რწმენას უნდა ატარებდე. ესენი კი, მთელი დღე საკუთარი აგენტებით დაძრწოდნენ ხალხში და სადაც ცარიელ ადგილს დაინახავდნენ, მხოლოდ იმას იღებდნენ, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ წელს ცოტა ხალხი გამოვიდა. ამ ტყუილითაც დამარცხდნენ!

დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია! ქართველი ხალხი, ზღვასავით რომ მოედინებოდა დღეს თბილისსა და რეგიონებში, დგას დედა ეკლესიასთან, რომელიც არასოდეს ჩამოიშლება, როგორადაც არ უნდა ეცადოს ამას მავანნი. ამ ეკლესიასთან დგას მთავრობაც, სწორედ ამიტომ არის უძლეველი ეს ქვეყანა, როგორც რწმენის და ეროვნული ღირებულებების საუნჯე.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდას და საფიცარს!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანს დრო ეწურება, უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ ან მათგან აღარაფერი დარჩება
გურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
მეუფე ანტონი - როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები - ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ
ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ამ მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული
არქივი