გურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 17 მაისი 2026, 22:35

ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცადნენ საზოგადოებაში იუმორით შემოეტანათ ეს დამოკიდებულება და საბოლოოდ, საერთოდაც ამ ურთიერთობების დაკანონება მოითხოვეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზე.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ერის წარსულის დავიწყებისკენ მიმართული კამპანია იყო.

„ყველაფერი ეს, თავიდანვე ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა. ახალგაზრდებს უხსნიდნენ და ქადაგებდნენ, რომ ქვეყნის ისტორიის და ერის წარსულის ცოდნა საჭირო არ იყო. ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, არც ოჯახის ინსტიტუტს აღიარებს და არც არაფრის რწმენა აქვს, იმას ძალიან კარგად და მარტივად მართავ. როცა შენ პოლიტიკოსობაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე გაქვს პრეტენზია იმ ქვეყანაში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია, რომელსაც ასი ათასი მოწამე და უამრავი წამებული წმინდანი ჰყავს, ხელს აწერ გეი-პროპაგანდას (ეს დოკუმენტი არსებობს), პასუხისთვისაც მზად უნდა იყო.“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანს დრო ეწურება, უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ ან მათგან აღარაფერი დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
მეუფე ანტონი - როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები - ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ
ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ამ მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული
არქივი