სოზარ სუბარი: ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე, „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინური ტვირთების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 18 მაისი 2026, 12:24

ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინური ტვირთების გარეშე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, ის ურთიერთობებიც ადასტურებს, რომელიც ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს ჩამოუყალიბდათ ამ ქვეყანასთან.

„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, რომ გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი, ის როლი, რომელსაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან ის როლი, რომელიც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში. მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინეთის, ჩინური ტვირთების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან. ქართველი რადიკალების ყვირილი ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე, მათ ამ განცხადებებს ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. შალვა პაპუაშვილს მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
არქივი