პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 18 მაისი 2026, 18:12
ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.

„ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებას, ზოგადად მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, საბოლოო ჯამში, ეს არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია. მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას აღარ აქვს არავითარი დატვირთვა. ეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო ამ კონკრეტულ მაგალითზე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ თავისუფალ მედიასაშუალებებს, რომლებსაც უზღუდავენ საქმიანობას ევროპული ბიუროკრატიის კედლებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
არქივი