საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება, მსგავსი განცხადებები სპეკულაციების შესაქმნელად ვრცელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 18 მაისი 2026, 19:32

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება.

მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.

საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში სროლა მოხდა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე ხვალ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო
პატრიარქი 19 მაისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
ჯორჯ ბიბი: მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით - ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ეს გახლავთ რეალობა
არქივი