მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გამუდმებით აცხადებს, რომ მისი კარი ღიაა, ნათელია, რომ უკვე ბევრი წელიწადია რაც ეს უბრალოდ სიტყვებია და არა რეალობა, - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით“ .
ბიბი ფიქრობს, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით,
„არამგონია, რომ ბრიუსელსა და წევრ სახელმწიფოებში დიდი სურვილი იყოს სწრაფი გაფართოების, ისინი მიზანმიმართულად, ძალიან ნელა მოქმედებენ როდესაც საქმე ეხება კანდიდატი სახელმწიფოების მიღების პროცესს. ეს ნაწილობრივ პოლიტიკურია. მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით. მიმაჩნია რომ ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ეს გახლავთ რეალობა“, - აღნიშნა ჯორჯ ბიბიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |