თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 18 მაისი 2026, 23:54

თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციის ქალაქ ტარსუსში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სროლა ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი ავტომობილით მიიმალა.

მედიის ინფორმაციით, რესტორანში ორი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, ობიექტის მფლობელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით თავდამსხმელმა სროლა სხვა ადგილებშიც გააგრძელა, რის შედეგადაც კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლიციამ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ვერტმფრენიც მონაწილეობს.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში სროლა მოხდა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე ხვალ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო
პატრიარქი 19 მაისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
ჯორჯ ბიბი: მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით - ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ეს გახლავთ რეალობა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა
არქივი