დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე ხვალ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 19 მაისი 2026, 00:58

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით, ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„კატარის ამირამ, საუდის არაბეთის მემკიდრე პრინცმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მთხოვეს, რომ გადავდოთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა, რომელიც ხვალისთვის იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი აზრით, შეთანხმება მიღწეული იქნება, რომელიც მისაღები იქნება როგორც აშშ-სთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთის და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „რაც მთავარია, შეთანხმება მოიცავს იმას, რომ ირანს არანაირი ბირთვული იარაღი არ ექნება“.

„ზემოხსენებული ლიდერების მიმართ პატივისცემის ნიშნად, მე ვუბრძანე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს, გენერალ დენიელ კეინს და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ჩვენ ხვალ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას არ განვახორციელებთ, მაგრამ მათ დამატებით მითითება მივეცი, რომ მზად იყვნენ ირანზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ნებისმიერ მომენტში, იმ შემთხვევაში, თუ მისაღებ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, - აცხადებს ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში სროლა მოხდა
პატრიარქი 19 მაისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
ჯორჯ ბიბი: მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით - ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ეს გახლავთ რეალობა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა
არქივი