აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში სროლა მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 19 მაისი 2026, 01:33

აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში სროლა მოხდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიცია აცხადებს, რომ საფრთხე განეიტრალებულია.

ინციდენტი კლერმონტის რაიონში მდებარე მეჩეთში მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ დაახლოებით 30 გასროლის ხმა გაიგო.

სან დიეგოს მერმა, ტოდ გლორიამ განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია.

„საგანგებო სამსახურები ადგილზე არიან და აქტიურად მუშაობენ საზოგადოების დასაცავად“, – განაცხადა გლორიამ.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ოფისის განცხადებით, გუბერნატორი მიმდინარე ვითარების შესახებ უკვე ინფორმირებულია. მათი თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილობრივ პოლიციასთან კოორდინაციაში მუშაობს.

ისლამური ცენტრი სან დიეგოს ოლქის უდიდესი მეჩეთია, რომლის მრევლში 5000-ზე მეტი წევრია. ცენტრის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ალ რაშიდის სკოლა, სადაც რელიგიისა და ენის კურსები ტარდება.

უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სკოლები დაიხურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე ხვალ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო
პატრიარქი 19 მაისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
ჯორჯ ბიბი: მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით - ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ეს გახლავთ რეალობა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა
არქივი