EURACTIV: ბრიუსელმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 19 მაისი 2026, 18:20

ბრიუსელმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ და გააფრთხილა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ გაზრდის მოსკოვის ფინანსურ შემოსავლებს ირანის ომის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

„ევროკავშირის თვალსაზრისით, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დროა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, პარიზში „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრების შეხვედრის წინ.

„სინამდვილეში, სწორედ რუსეთია ის, ვინც სარგებელს იღებს ირანის ომითა და წიაღისეულ საწვავზე ფასების მატებით“, - დასძინა მან. „შესაბამისად, თუკი რამეა საჭირო, ეს ამ ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებაა“.

ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მიერ ორშაბათს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი 30 დღით გაახანგრძლივებს სანქციების გამონაკლისს იმ რუსულ ნავთობზე, რომელიც უკვე ზღვაში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. ამის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული უცხოური ვალუტის შემოსავლების ზრდაა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს - კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა
ბექა ძამაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული საქმე, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფს, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას
ალის ვაიდელი: გერმანიის მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას - ინტერესთა ბალანსსა და დიალოგს როგორც რუსეთთან, ასევე აშშ-თან, და ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან - ჩინეთთანაც
არქივი