უკრაინული მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შეზღუდვების ვარიანტებს გასაწვევი ასაკის იმ უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 19 მაისი 2026, 19:42

იმ ცვლილებების ფონზე, რომლებსაც ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ამზადებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შეზღუდვების ვარიანტებს გასაწვევი ასაკის იმ უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან. ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ევროკავშირში უკრაინელების საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

„არცთუ ისე ლოგიკურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ბევრი გასაწვევი ასაკის მამაკაცი, რომელსაც უკრაინის დატოვების უფლება არ აქვს, როგორც კი გადაკვეთს საზღვარს - შესაძლოა, არალეგალურადაც კი - მაშინვე იღებს დროებით თავშესაფარს“, - განაცხადა ილვა იოჰანსონმა.

მან ამას უწოდა „წინააღმდეგობრივი სიგნალი, რომელსაც ევროპა უკრაინას უგზავნის“. ამასთანავე, იოჰანსონმა აღნიშნა ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც ევროპა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უწევს.

მან მხარი დაუჭირა ლტოლვილის სტატუსში გარკვეული გამონაკლისების დაწესებას. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება და შეზღუდვების საბოლოო ვარიანტებთან დაკავშირებით კონსენსუსისთვის არ მიუღწევიათ. მან ასევე დასძინა, რომ თუ რაიმე სახის შეზღუდვები დაწესდება, ისინი „ძალიან უმნიშვნელო“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. ამის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული უცხოური ვალუტის შემოსავლების ზრდაა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს - კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა
ბექა ძამაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული საქმე, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფს, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას
ალის ვაიდელი: გერმანიის მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას - ინტერესთა ბალანსსა და დიალოგს როგორც რუსეთთან, ასევე აშშ-თან, და ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან - ჩინეთთანაც
არქივი