შალვა პაპუაშვილი: იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები. უნდა მოვიცილოთ გარედან ძალით მოხვეული კომპლექსი, თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 20 მაისი 2026, 12:02

ვისურვებდი, რომ ბრიუსელის ჩინოვნიკები ევროკავშირში ადამიანის უფლებების მდგომარეობას სერიოზულად მიუდგნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას.

მისი თქმით, კოპენჰაგენი არ არის ცალკეული გამონაკლისი - იგივე სურათი ვიხილეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კოპენჰაგენში „განსაკუთრებული ბრუტალურობით“ აქციის დარბევა გამოძიებული იყოს, დამნაშავეები კი დაისაჯონ.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დანიას ადამიანის უფლებების დარღვევის ისტორია აქვს და მაგალითად გრენლანდიაში მომხდარი ფაქტები (მოსახლეობის იძულებით სტერილიზაცია და ოჯახებიდან ბავშვების გატაცების სოციალური ექსპერიმენტი) მოიყვანა. მისი თქმით, ზოგიერთი გრენლანდიელი პოლიტიკოსი ამ სისტემას გენოციდად აფასებს, თუმცა დღემდე ეს შემთხვევები არ არის გამოძიებული და არც არავინ დასჯილა.

„სამწუხაროა, როდესაც ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან რაიმე სტანდარტებზე. და ბოლოს, ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული ერი, თითქოს დანიამ თუ გერმანიამ უნდა გვასწავლოს როგორია სწორი ცხოვრება, როგორია სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები, ამიტომ უნდა მოვიცილოთ ეს გარედან ძალით მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვთ ეს საკითხები გამოძიებული და არავინაა დასჯილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
არქივი