შალვა პაპუაშვილი: რომ მოგვესმინა ბრიტანეთის ელჩისთვის, ალბათ საერთოდ გაწყდებოდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან - დღეს დანგრეული ეკონომიკის ხალხი ამ „ნიუსს“ წავიკითხავდით, რომ ბრიტანეთი უცებ ადგა და სანქციები მოუხსნა რუსეთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 20 მაისი 2026, 12:11

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მან ამგვარად შეაფასა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რომ 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი.

პაპუაშვილმა ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით გაიხსენა, როგორ მოითხოვდა იგი, რომ საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ შემოსულიყო.

„საზოგადოებას ვეტყვი ერთ ამბავს: სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტში, მათ შორის პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან, ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. როცა ამაზე ეუბნებოდნენ რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, რომ სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, ამბობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. აი, ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს, რომ ზეწოლა უნდა მოგვეხდინა ბიზნესზე, რომ ბიზნესს არ ევაჭრა ისე, როგორც მას სურდა.

ასევე, მას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოვა ეს ნავთობპროდუქტები, გამოვა, რომ ბიზნესმა ნავთობპროდუქტები სხვა ბაზარზე უნდა მოიძიოს, რაც საქართველოში გააძვირებს ბენზინს, ბენზინის გაძვირება გააძვირებს პურს, ეს კი გააძვირებს სხვა რამეს და საბოლოო ჯამში გაძვირდება ცხოვრება. ამაზე მისი პასუხი იყო, რომ „რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონ“. ეს არის ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვების ციტატა.

და აი, დღეს ვიგებთ, რომ თურმე თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები და რასაც ამბობდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესროლოს, მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ტანკებისთვის უნდა მისცენ ფული.

რა არის ამ ისტორიის მორალი? ამ ისტორიის მორალი არის ის, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება, ხოლო რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს, კორექტულად რომ ვთქვათ, ბრიტანეთის ელჩს ნაკლებად აღელვებს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთის ელჩისთვის რომ დაეჯერებინა, საქართველო ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდებოდა.

„ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, დღეს ამ ესკალაციის შედეგად ალბათ საერთოდ გაწყდებოდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი [რუსეთი] იტყოდნენ, რომ „ემბარგოს დავადებთ, დავასანქცირებთ ქართულ ღვინოს და არ შევიტანთ“. ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, ახლა ვიქნებოდით არა 10%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, არამედ ვიქნებოდით დანგრეული ეკონომიკა და დღეს დანგრეული ეკონომიკის ხალხი ამ „ნიუსს“ წავიკითხავდით, რომ ბრიტანეთი უცებ ადგა და სანქციები მოუხსნა რუსეთს.

აი, ასეთი ამორალურია სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა. ეს უნდა გააცნობიერონ იმათ, რომლებიც გამოდიან და პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშებს აფრიალებენ. დაფიქრდნენ, სანამ სხვა ქვეყნის დროშებს ააფრიალებენ, შეიძლება, იმ ქვეყნების ელჩები და ხელისუფლებები მთლად ზედგადაყოლილი არ არიან თუნდაც, იმ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშას აფრიალებდა. ასე რომ, ეს არის მორალი - ჩვენ თუ ჩვენს თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც სხვა ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
არქივი