სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 20 მაისი 2026, 12:25

პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა 20-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული კოორდინაციის შემდგომი გაძლიერებისა და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.

ასევე ხელმოწერილია შეთანხმებები ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პუტინმა და სიმ განცხადებები გააკეთეს.

„ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა „სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეს“ მიაღწია. მისივე თქმით, ორი ქვეყანა ერთმანეთს ურთიერთპატივისცემით ეპყრობა, როგორც თანასწორებს და ერთმანეთისთვის სტრატეგიულ დასაყრდენებად უნდა დარჩნენ.

თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების ერთგულები არიან და საერთაშორისო ასპარეზზე მასტაბილიზებელ როლს ასრულებენ.

ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
არქივი