274
20 მაისი 2026, 14:11
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავისი ქვეყნის მოქმედი მთავრობა რუსულ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკა.
როგორც ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ეს უკრაინის ღალატია.
„ვშიშობ, დღეს კრემლში სტარმერის მთავრობის არაკომპეტენტურობასა და სიბრიყვეს დასცინიან. ეს უკრაინის ღალატია, რომელიც ბრიტანელ მომხმარებლებს ვერანაირად დაეხმარება“, - დაწერა ჯონსონმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გენერალური სავაჭრო ლიცენზია სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. აღნიშნული ლიცენზია ნებას რთავს ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტს, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |