154
20 მაისი 2026, 15:50
ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო ევროკომისიას მიმართავს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ერთიან ბაზარზე წვდომის მოდელი შეცვალოს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ავსტრიამ, ჩეხეთმა, იტალიამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ კონფიდენციალური დოკუმენტი შეადგინეს, სადაც წერია, რომ ბლოკის გაფართოებისა და ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის, ძლიერი და მიმზიდველი წამახალისებელი მექანიზმებია საჭირო.
ასეთ მექანიზმად გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისთვის ევროპის ერთიან ბაზარზე დამსახურებაზე დაფუძნებული და ეტაპობრივი წვდომის უზრუნველყოფა მოიაზრება.
ბლოკის ხუთი წევრი სახელმწიფო აცხადებს, რომ ამ პრინციპით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის სფეროსგან დაიცავენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |