გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 20 მაისი 2026, 21:43

ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი.
„ჩვენც ვიცოდეთ - გამოსწორდა ნაწილობრივ რუსეთი, და ამიტომ მოუხსნა ბრიტანეთმა ეს სანქციები თუ ვბრუნდებით შავბნელ წარსულში, როგორც ევროკავშირის ელჩმა მოგვმართა ქართულ საზოგადოებას?“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ბრიტანეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა, რამდენად თანმიმდევრულია ოფიციალური ლონდონის პოლიტიკა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე გენერალური სავაჭრო ლიცენზია გასცა. ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტი დაიშვება, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ, ქართველი ხალხი დაესაჯათ
ირაკლი კობახიძე - ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად, სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები
გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“
არქივი