თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 20 მაისი 2026, 23:21

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

„თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.

26 მაისს თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ, ქართველი ხალხი დაესაჯათ
ირაკლი კობახიძე - ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად, სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები
გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“
არქივი