ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 20 მაისი 2026, 23:45

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე ოპოზიციის შეფასებებს ეხებოდა.

„ოპოზიციას რაც შეეხება, ჯერ ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნით ინტელექტი, მერე ქვეტექსტების განმარტება რომ მოთხოვოთ. რა თქმა უნდა, საამისო არც ინტელექტი აქვთ და არც შეგნება.

რაც შეეხება რეალობას, პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაც არის ამის გაგრძელება და ჩვეულებრივი გამოხატულება. რა დამოკიდებულებაც აქვთ ამ ადამიანებს ქართველი ხალხის მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც ზოგადად განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“. ეს არის ერთადერთი ტექსტიც და ქვეტექსტიც, რაც ადამიანმა უნდა წაიკითხოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ღიას წერილიდან. ამის იქით არაფერი არ არის სინამდვილეში საძიებელი, უბედურებაა. რომელიმემ გასცა პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ამ წერილში? თუნდაც ქართველმა ოპოზიციონერმა. შეფასება გაუკეთეს იმას, რაც მოხდა დანიაში? არ გაუკეთებიათ ეს შეფასება იმიტომ, რომ ისინი არიან ზუსტად იგივე დონეზე, რა დონეზეც არის პეტერ ფიშერი და პაველ ჰერჩინსკი. ერთი დონეა და ეს არის აბსოლუტურად მარგინალური მდგომარეობა, რა მდგომარეობამდეც მივიდა მთლიანად ეს კოლექტივი - აგენტურა ქვეყანაში და მათი ხელმძღვანელობა ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ, ქართველი ხალხი დაესაჯათ
ირაკლი კობახიძე - ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად, სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები
გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი ვერ დაგვამადლის. გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც დაეფუძნა
არქივი