„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 21 მაისი 2026, 14:05

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა, - ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა საქართველოში ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებზე.

„დღევანდელი დისკუსია ეხება საკითხს, რომელიც გაცილებით ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფო პოლიტიკა ან სამართლებრივი რეგულირება. ეს ეხება სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს - ადამიანის ღირსებას, თანასწორ შესაძლებლობას და უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას ყველა ინდივიდისთვის, სქესის მიუხედავად“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფორუმი ორგანიზებული იყო ყირგიზეთის მოსახლეობისა და განვითარების ეროვნული კომიტეტის მიერ, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე აზიის პარლამენტართა ფორუმთან (AFPPD) თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და იაპონიის ნდობის ფონდის (JTF) მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი იყო პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
რუსეთის საგარეო უწყება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი