გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 21 მაისი 2026, 15:50

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე განიხილეს პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პრევენციული ღონისძიებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში UNICEF-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი